აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სანკტ-პეტერბურგის ცენტრში კრემლის ლიდერის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს Grand Hotel Europe-ში შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TASS-ი იტყობინება.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სასტუმრო ავტოკოლონით დატოვეს.
დმიტრიევისა და ვიტკოფის შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.