ტრამპი: მასკი არაფერში მჭირდება, მაგრამ მე ის მომწონს, მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მას მასკი არაფერში სჭირდება.

დონალდ ტრამპი და ილონ მასკი

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ სჭირდება ტესლას ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში შეიძინა.

„მე დიდი თანხა გადავიხადე ამ მანქანაში, მაგრამ თეთრი სახლის თანამშრომლებს ვაძლევ მისი ტარების საშუალებას. ისინი ყველაზე ლამაზი მანქანით დადიან. ეს მართლაც შესანიშნავია. მე ეს გავაკეთე ილონის მხარდასაჭერად. ბევრმა ადამიანმა გააკეთა იგივე. ეს არის მხარდაჭერის გამოხატვა, რადგან მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა, თუმცა მას სათანადოდ არ ეპყრობიან“, – აღნიშნა ტრამპმა.