უმძიმესი ავიაკატასტროფა ნიუ იორკში, რომელსაც Siemens-ის აღმასრულებელი დირექტორი ოჯახთან ერთად ემსხვერპლა – გარდაცვლილები არიან 4, 5 და 11 წლის ბავშვები (ვიდეო)

უმძიმესი ავიაკატასტროფა ნიუ იორკში, რომელსაც Siemens-ის აღმასრულებელი დირექტორი ოჯახთან ერთად ემსხვერპლა - გარდაცვლილები არიან 4, 5 და 11 წლის ბავშვები (ვიდეო)
  • მე­რის თქმით, ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ეს­პა­ნე­თი­დან იყო, მე­ექ­ვსე და­ღუ­პუ­ლი კი – პი­ლო­ტია. ოთხი მათ­გა­ნი და­ღუ­პუ­ლად ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­და, ორი კი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ამას­თან, გა­მო­ცე­მა ABC News-ს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ და­ღუ­პუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის, Siemens-ის, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეს­პა­ნეთ­სა და სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, აგუს­ტინ ეს­კო­ბა­რი, მისი მე­უღ­ლე, მერ­სე კამპრუ­ბი მონ­ტა­ლი და მათი შვი­ლე­ბი – 4, 5 და 11 წლის ბავ­შვე­ბი.

ABC News-ს ორმა ეს­პა­ნელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ ოჯა­ხი ნიუ-იორკს ბარ­სე­ლო­ნა­დან სტუმ­რობ­და.

ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის კო­მი­სარ­მა, ჯე­სი­კა ტიშ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.