ანტალიაში, სადაც დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამ წუთებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას მართავს.
დღის განმავლობაში ირაკლი კობახიძეს კიდევ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმი გუშინ გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე ისაუბრა პანელური დისკუსიის ფარგლებში ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკასა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს პოზიტიურ როლზე.