ათენში სარკინიგზო სადგურზე აფეთქება მოხდა. მოსალოდნელი აფეთქების შესახებ გამაფრთხილებელი ცნობა ორმა ადგილობრივმა მედია საშუალებამ მიიღო. ინფორმაციას DW ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშვებულა. ორ ადგილობრივ მედია საშუალებას ტელეფონით აცნობეს, რომ სადგურზე აფეთქება იგეგმებოდა. პოლიციამ სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. დაწყებულია გამოძიება.
აფეთქება Hellenic Train-ის ოფისების წინ მოხდა. აფეთქება სასტუმროებთან, რესტორნებთან და ტურისტულ პუნქტებთან ახლოს მოხდა.