“დიფ სთეითი” რეალურია – რობერტ კენედი უმცროსი

აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტ კენედი უმცროსის განცხადებით, “დიფ სთეითი”, რომელზე საუბარსაც ამერიკული მედია ეჭვით უყურებს, რეალურია. მისი თქმით, ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობის იდეა არათუ საეჭვო არაა, არამედ ყველა დიდი ინდუსტრიის უკან სწორედ მართვის ეს ფორმა მოქმედებს.

რობერტ კენედი უმცროსი

“პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის საუბრობს “დიფ სთეითის” შესახებ. ამის გამო, მედია ცდილობს, ის დაამციროს, პარანოიდად წარმოაჩინოს. ამის მიუხედავად, “დიფ სთეითი” რეალურია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯორჯ სოროსი, ბილ გეითსი და ამაზრზენი ადამიანების ჯგუფი ზის ერთ ოთახში, სადაც კაცობრიობის განადგურებას განიზრახავენ”, – აცხადებს რობერტ კენედი უმცროსი.

მედიის ინფორმაციით, კენედიმ, აშშ-ის საკვებისა და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტოს (FDA) თანამშრომლებს განუცხადა, რომ FDA, წარსული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, თავად იქცა იმ ინდუსტრიების მოსაზრებების გამხმოვანებლად, რომელთა რეგულირებისთვისაც უნდა ემუშავა.

Politico-ს ცნობით, კენედიმ მოუწოდა FDA-ს თანამშრომლებს, არ დაექვემდებარონ ზედმეტ გავლენას.

კენედი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ფედერალური ჯანდაცვის სააგენტოები “ძალიან დაახლოებულნი არიან” იმ ინდუსტრიებთან, რომელთა საქმიანობასაც უნდა აკონტროლებდნენ.