ეუთო/ოდირმა დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება და ოპოზიციას არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია არათუ სისტემური თუ თვისებრივი გაყალბების თაობაზე, მეტ-ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც კი, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროკურატურაში დაიწყო ოფიციალური გამოძიება არჩევნების თემაზე და იქაც კი არ მიდიოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
„ყველაფერი დღესავით ნათელია. ერთადერთი, რაზეც ლაპარაკობდნენ, იყო ე.წ. გაჟონვა, თუმცა ეს როგორი თემაა, თავადაც ხვდებით. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება და შეუძლია ყველა უცხოელს, დააკვირდეს ამ არჩევნებს, როგორც მოესურვება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.