აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა განაცხადა, რომ The Times-ის ჟურნალისტებმა დაამახინჯეს მისი სიტყვები უკრაინის „დაყოფის“ შესახებ.
„The Times-ის სტატია ამახინჯებს იმას, რაც მე ვთქვი. მე ვსაუბრობდი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მდგრადობის უზრუნველყოფის ძალებზე, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგულისხმობდი მოკავშირეთა ძალების პასუხისმგებლობის სფეროებს ან ზონებს (აშშ-ის ჯარების გარეშე). მე არ ვგულისხმობდი უკრაინის გაყოფას“, – აღნიშნა კით კელოგმა.