მირზოიანი: ჩვენთვის, ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, ან დავიწყოთ აგურის დადება მშვიდობიანი რეგიონის ასაშენებლად

„ჩვენთვის, ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი, თურქი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, რათა დავინახოთ, რომ ცვლილებები შეუქცევადია ან დავიწყოთ პროცესი აგურის დადებით“, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.

ებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

მისი თქმით, უნდა დაიწყოს თანამშრომლობა ენერგეტიკულ პროექტებში, სატრანზიტო პროექტებსა და ტურიზმში, ამ მხრივ საქართველოს შეუძლია, იყოს ლიდერი რეგიონში.

„არსებობს არჩევანი ჩვენთვის, აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის, ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, ჩვენი თურქი მეგობრებისთვის, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, რათა დავინახოთ, რომ ცვლილებები შეუქცევადია ან დავიწყოთ პროცესი აგურის დადებით, შემდეგ კიდევ ერთი აგურით და შემდეგ კიდევ ერთი აგურით და, ამ გზით, მშვიდობიანი რეგიონი ავაშენოთ. დაამყარეთ თანამშრომლობა, ენერგეტიკულ პროექტებში, სატრანზიტო პროექტებში, ინტერნეტსა და ტურიზმში. არსებობს თანამშრომლობის ბევრი გზა და მჯერა, საქართველოს შეუძლია, ამ მხრივ იყოს ლიდერი რეგიონში.

ჩვენ შეგვიძლია, დავაკავშიროთ ორი საზოგადოება, არა მხოლოდ, ვგულისხმობ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს, არამედ საქართველოს და თურქეთს. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს არის არჩევანის საკითხი. შეგიძლიათ, დაელოდოთ კიდევ 200 წელს ან შეგიძლიათ დაიწყოთ აგურების დადება და მყარი კედლის აშენება. ჩვენ ვირჩევთ თანამშრომლობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ საკუთარ თავთან. მეორე მხარეს უნდა არსებობდეს მეზობელი, რომელსაც სურს ჩვენთან თანამშრომლობა“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.