ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა საბოლოოდ აკრძალა. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
“ამას ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ და ძალიან მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ასე ყოვლისმომცველად დაუჭირა მხარი ამ წინადადებას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას. ეს გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს აგზავნის: ჩვენ არ დავუშვებთ ფინეთის დესტაბილიზაციას.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების მინიმიზაცია გაგრძელდება შემდეგ ეტაპებზე. ჩვენ ვამზადებთ მთავრობის რეზოლუციას, რომელიც გამოავლენს ქვეყნებს, რომლებიც აგრესიულ ომს აწარმოებენ და რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას”, – თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
ჰაკანენი ამბობს, რომ ასევე მზადდება კანონმდებლობა უკვე შეძენილ უძრავ ქონებაში ჩარევის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.