“რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ” – წულუკიანი

რა­ტომ არ გა­მო­იყ­ვა­ნა ზაზა გო­გა­ვამ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, ვინ­მემ და­ა­ვა­ლა? – მე მგო­ნია, რომ მას ეს და­ა­ვა­ლეს, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ზა­ნი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო იქი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოყ­ვა­ნა იმი­ტომ, რომ შემ­დეგ ლა­მა­ზად უნდა დამ­დგა­რი­ყო ტრი­ბუ­ნას­თან და ეთ­ქვა, შე­ხე­დეთ ხალ­ხო, მსოფ­ლი­ოვ, შე­ხე­დეთ, აი რუ­სე­თი რა ბო­რო­ტია, თით­ქოს გვჭირ­დე­ბა ჩვენ ვინ­მეს ამის ახ­სნა ვინ არის რუ­სე­თი, – ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მა­ში „აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა მაკა ცინ­ცა­ძეს­თან ერ­თად“ გა­ნა­ცხა­და.

"რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ" - წულუკიანი

  • მი­სი­ვე თქმით, ზაზა გო­გა­ვამ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ეჭ­ვე­ბი ვერ გა­ა­ბა­თი­ლა.

“მარ­ტივ ენა­ზე რომ თქვა, რა­ტომ არ არის დღეს გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე სახ­ლში? მე მაქვს ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად უფ­ლე­ბა დავ­სვა ეს კი­თხვა. ვინ უნდა ამიკ­რძა­ლოს ამ კი­თხვის დას­მას? ვე­რა­ვინ. ამ კი­თხვას ვსვამთ. ყვე­ლა ბავ­შვს სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი მშო­ბე­ლი სახ­ლში და არა უაზ­როდ გან­წი­რუ­ლი ვი­ღა­ცის პი­ა­რის­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­კაშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ. კი­თხვას ვსვამთ, თუ ეს აღ­მოჩ­ნდა, რომ ასე იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვი­ტყვით და ვამ­ბობთ რომ ეს ხალ­ხი გმი­რე­ბი არი­ან.

რო­დე­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი კო­მი­სი­ა­ზე ხმას უწევს, გე­გო­ნე­ბა მო­გე­ბუ­ლი ომის გე­ნე­რა­ლი იყოს და ვერ სცემს პა­სუხს კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ გა­მო­იყ­ვა­ნა მან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, ვინ­მემ და­ა­ვა­ლა? რაც მე მგო­ნია, რომ მას ეს და­ა­ვა­ლეს, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ზა­ნი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო იქი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოყ­ვა­ნა იმი­ტომ, რომ შემ­დეგ ლა­მა­ზად უნდა დამ­დგა­რი­ყო ტრი­ბუ­ნას­თან და ეთ­ქვა, რომ შე­ხე­დეთ ხალ­ხო, მსოფ­ლი­ოვ, შე­ხე­დეთ, აი რუ­სე­თი რა ბო­რო­ტია – თით­ქოს გვჭირ­დე­ბა ჩვე­ნი ვინ­მეს ამის ახ­სნა ვინ არის რუ­სე­თი – ამ­დე­ნი ხალ­ხი რომ ჩა­მი­ხო­ცა. ეჭვი მაქვს, რომ სა­ა­კაშ­ვილს ეს ამის­თვის სჭირ­დე­ბო­და. ამი­ტომ ვსვამთ ამ კი­თხვებს, იქ­ნებ, გა­ბა­თილ­დეს ეს კი­თხვე­ბი. მაგ­რამ გე­ნე­რალ­მა ზაზა გო­გა­ვამ ეს ვერ გა­ა­ბა­თი­ლა. მან ხე­ლე­ბი გა­სავ­სა­ვა და თქვა, რომ ვერ შევ­ძე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოყ­ვა­ნაო. ამ დროს მას არ ჰქონ­და გეგ­მა”,- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.