აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა იქნება იმ სტრატეგიის მხარდაჭერა, რომელიც „რუსეთს საკუთრების უფლებას მისცემს“ უკრაინის ოთხ რეგიონზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რომ ტრამპთან შეხვედრაზე პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა ვიტკოფს წინააღმდეგობა გაუწია და აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის ზოგიერთ სადავო ტერიტორიაზე შეთანხმდეს, თუმცა არასდროს დათანხმდება რუსეთისთვის ტერიტორიების სრულად გადაცემას.
შეგახსენებთ, სტივ ვიტკოფი ვლადიმერ პუტინს 11 აპრილს მოსკოვში შეხვდა.