უკრაინა არასოდეს დათანხმდება, რუსეთს ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დაუთმოს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კით კელოგმა განუცხადა.
მედიის ცნობით, ამ განცხადებით კელოგმა უპასუხა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის პოზიციას, რომლის მოსაზრებითაც, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა ისეთი სტრატეგიის მხარდაჭერაა, რომლითაც რუსეთს უკრაინის ოთხ რეგიონზე საკუთრების უფლება მიენიჭება.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპთან შეხვედრაზე კელოგი შეეწინააღმდეგა უიტკოფს და განაცხადა რომ უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები ზოგიერთ პირობაზე, რომლებიც დაკავშირებულია რიგ ტერიტორიებთან, არასოდეს დათანხმდება მოსკოვისთვის ოთხ ოლქზე კონტროლის სრულად გადაცემას.