ამ რთულ დროს თურქეთის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბრიუსელი ომისკენ გვიბიძგებს, წერს სოციალურ ქსელ X-ში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი.
„ამ რთულ დროს თურქეთის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პარტნიორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბრიუსელი ჩვენ ომისკენ გვიბიძგებს და ჩვენს ენერგომომარაგებას ემუქრება, ჩვენ მყარად ვიდგებით უნგრეთის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. Teşekkür ederim (მადლობა), პრეზიდენტო ერდოღანო!“, – წერს ორბანი ანტალიაში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.