17 წლის ნიკიტა კასაპმა, ტრამპის მოკვლისა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, მშობლები მოკლა – მედია

აშშ-ში, 17 წლის ნიკიტა კასაპმა მშობლები მოკლა, რათა დონალდ ტრამპის მოკვლისა და სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ფინანსები მიეღო. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

პოლიცია აშშ

ვისკონსინის პოლიციამ, ცხედრები 1 მარტს იპოვა, რის შემდეგაც კასპი დააკავეს. მან 10 000 დოლარზე მეტი ღირებულების ქონება მოიპარა და ფულის მისაღებად სხვისი საბუთები გამოიყენა.

გამოძიების ინფორმაციით, მოზარდმა დრონი და ასაფეთქებელი ნივთიერებები იყიდა, რათა ტერაქტი მოეწყო. მისი ტელეფონი შეიცავდა მასალებს ნეო-ნაცისტური სექტის “ცხრა კუთხის ორდენის” შესახებ. ასევე, მის ელექტრონულ მოწყობილობებზე აღმოჩენილია ჰიტლერის ფოტოები, წარწერებით, სადაც “თეთრი რასის გადასარჩენად” ტრამპის მკვლელობაზეა საუბარი.

აღნიშნული ორგანიზაცია დიდი ხანია აცხადებს თავის კავშირს რადიკალურ არეულობებთან და მკვლელობებთან. აშშ-სა და ევროპაში ის ნეონაცისტური სექტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად ითვლება.