გახარიამ “ქოცები” გააშიშვლა (გადატანითი მნიშვნელობით) ანუ მათი “ნაცური” სული აჩვენა

აღშფოთებას გამოიწვევს “ანტინაც” საზოგადოებაში, ეს ფორმულირება, მაგრამ დავფიქრდეთ:

გახარია “ქოცების” კომისიას ეუბნება, რომ 2019 წლის პარლამენტის შტურმის დაშლაზე იღებს პასუხისმგებლობას და რომ არა ის, “ახლა ამ დარბაზში თქვენს ადგილზე ნაცები ისხდებოდნენ, თქვენ კი ჩემს ადგილზე იქნებოდით”. – რაო, არ არის ასე?!

ამის საპირისპიროდ რა აზრებს ავითარებენ ქოცები ანუ რას “სტენიან” გახარიას:

“სტრასბურგის სასამართლომ საქართველო გაამტყუნა”;

“ახალგაზრდებს რეზინის ტყვიები მოხვდათ, მაკო გომურმა ცალი თვალი დაკარგა”;

“რუსეთში სწავლობდი, რუსი ლექტორები გყავდა, მათ გასწავლეს ასეთი პასუხები” …

მოკლედ, ქოცები იმდენად გაშიშვლდნენ (ტფუი ეშმაკს, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით ვამბობთ), რომ თავიანთი ნაცური და ანტირუსული სული გამოავლინეს – პარლამენტის შტურმი, როცა მათ აწყობთ, “დარბევაა”, სტრასბურგი და უცხოური ჩარევა, როცა მათ აწყობთ – სამართალი და ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა, შტურმში მონაწილე მოძალადეები, როცა მათ აწყობთ – უბრალოდ “ახალგაზრდები” არიან… და, ყველა უარყოფითი მოვლენის პირველმიზეზი, რუსეთია!

რუსოფობია გუშინწინდელ სოროსისტებსა და ნაცებს – დღევანდელ ქოცებს, იმდენად აქვთ ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ  მიუხედავად “დიფსტეიტზე” შემოგდებული ტყუილ-მართალისა, რუსეთისა და რუსებისგან დემონების წარმოჩენას ვერა და ვერ ეშვებიან!

ისმის კითხვა: თუკი 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი აქციები არ იმსახურებდა რეზინის ტყვიებით პასუხს, გაცილებით ნაკლები ძალადობის მატარებელი 2024-2025 წლების აქციები რატომ იმსახურებდა სრულიად უკანონო, ნიღბიანი მოძალადეების მიერ დარბევას? იქნებ ესეც გახარიას ბრალია? ჟურნალისტი ქალის გალახვაც გახარიას ბრალია? თმაკულულა მოზარდისთვის თავყბის გაერთიანებაც გახარიას ბრალია?

საგამოძიებო კომისიის პრობლემა რომ იყოს რუსოფობიის ინსტრუმენტალიზებით გამოწვეული ეს ყველაფერი, ქვეყანა დაძლევდა მას, მაგრამ, ვაი რომ, ეს მთლიანად ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პრობლემაა.

გ. რ.