კიმ ჩენ ინი გიგანტურ საზღვაო-სამხედრო ხომალდს აშენებს – რა ჩანს სატელიტურ ფოტოებზე?

ვრცელ­დე­ბა სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი, რო­მელ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩანს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ყვე­ლა­ზე დიდი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ხო­მალ­დის მშე­ნებ­ლო­ბა, – ამის შე­სა­ხებ CNN წერს და სა­ტე­ლი­ტი­დან მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

კიმ ჩენ ინი გიგანტურ საზღვაო-სამხედრო ხომალდს აშენებს - რა ჩანს სატელიტურ ფოტოებზე?

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი პრო­ვა­ი­დე­რე­ბის Maxar Technologies-ისა და Planet Labs-ის მიერ, 6 აპ­რილს გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თებ­ში ჩანს დე­და­ქა­ლაქ ფხე­ნი­ა­ნი­დან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 კი­ლო­მეტრში, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, ჩანს გი­გან­ტუ­რი მშე­ნე­ბა­რე გემი.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სუ­რა­თებ­ზე ჩანს გემ­ზე ია­რა­ღი­სა და სხვა შიდა სის­ტე­მე­ბის მონ­ტა­ჟის პრო­ცე­სი. ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ხო­მალ­დია..

“ეს არის, და­ახ­ლო­ე­ბით, 140 მეტ­რი სიგ­რძის, რაც მას ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში წარ­მო­ე­ბულ ყვე­ლა­ზე დიდ სამ­ხედ­რო ხო­მალ­დად აქ­ცევს“, – ნათ­ქვა­მია სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ანა­ლიზ­ში.

შე­და­რე­ბის­თვის, აშშ-ს სა­ზღვაო ძა­ლე­ბის Arleigh Burke კლა­სის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის სიგ­რძე ოდ­ნავ აღე­მა­ტე­ბა სა­ტე­ლი­ტის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი გე­მის სიგ­რძეს.

კიმ ჩენ ინის რე­ჟი­მი სწრა­ფად ახ­დენს სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბას, ავი­თა­რებს ახალ ია­რაღს და ამოწ­მებს კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რის ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­როს სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით გა­კეთ­და. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ამ ყვე­ლა­ფერ­ში რუ­სეთ­თან არ­სე­ბუ­ლი მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი ეხ­მა­რე­ბა.

გე­მის ფო­ტო­ე­ბი კო­რე­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის ან­გა­რიშ­ში გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა. სუ­რა­თებ­ზე ჩანს ლი­დე­რი კიმი, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბას ამოწ­მებს.

წყა­რო