“საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის” – დიმიტრი პესკოვი

“სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გმე­ლად რუ­სე­თი ნამ­დვი­ლად მზად არის”, – ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის" - დიმიტრი პესკოვი

  • “გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დე­ბი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ის, რომ რუ­სე­თი ნამ­დვი­ლად მზად არის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას, ეს მარ­თლაც ასეა. ჩვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვართ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბით ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას­თან, რო­მე­ლიც ამის­თვის მზად არის და ვი­საც ეს სურს“, – გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე, რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, მი­ხა­ილ გა­ლუ­ზინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “მოს­კო­ვი მზა­დაა, თბი­ლის­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აღად­გი­ნოს“.

“მზად ვართ წა­ვი­დეთ იმ­დე­ნად შორს, რამ­დე­ნა­დაც ქარ­თუ­ლი მხა­რე მზად იქ­ნე­ბა. აქ ჩვენ­თვის არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს“, – აღ­ნიშ­ნა გა­ლუ­ზინ­მა