“კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ” – რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, კაია კა­ლა­სი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უნდა გა­და­ა­ყე­ნონ და გა­ე­რო-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალს გა­დას­ცენ, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის თავ­მჯდო­მა­რემ ვი­ა­ჩეს­ლავ ვო­ლო­დინ­მა გა­ნა­ცხა­და.

"კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ" - რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე

  • “კა­ლა­სი უნდა გა­და­ა­ყე­ნონ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და გა­ე­რო-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალს გა­დას­ცენ“, – და­წე­რა ვო­ლო­დინ­მა „ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

მისი თქმით, კა­ლას­მა მუ­ქა­რა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა და ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს, არა­მედ იმ კან­დი­და­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მო­ი­თხო­ვა, თავი შე­ი­კა­ვონ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის­გან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბის 80-ე წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს.

“კა­ლა­სის გან­ცხა­დე­ბა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხსოვ­ნის მი­მართ, ვინც თავი გას­წი­რა მსოფ­ლი­ოს ფა­შიზ­მის­გან გა­და­სარ­ჩე­ნად“, – აღ­ნიშ­ნა ვო­ლო­დინ­მა

მისი თქმით, რუ­სეთ­ში მი­ღე­ბუ­ლია კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ნა­ციზ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ლა­სის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

“დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ის და მისი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი პა­სუხს აგე­ბენ თა­ვი­ან­თი ქმე­დე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც შე­უ­რა­ცხყო­ფენ იმ გმი­რე­ბის ხსოვ­ნას, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო გა­და­არ­ჩი­ნეს. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა მათი დაც­ვა“, – გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დინ­მა.

კაია კა­ლას­მა ევ­რო­პელ ლი­დე­რებს მო­უ­წო­და, არ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 9 მა­ისს მოს­კოვ­ში და­გეგ­მილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და ამის ნაც­ვლად, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ხა­ტონ უკ­რა­ი­ნის მი­მართ. მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირს ასე­ვე არ სურს, რომ მოს­კოვ­ში და­გეგ­მილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ბლო­კის რო­მე­ლი­მე პო­ტენ­ცი­უ­რი წევ­რი შე­უ­ერ­თდეს.