ხანძარი თბილისში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, მთაწმინდის რაიონში ხანძარია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცეცხლი  მილორავას ქუჩაზე, ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და ამ წუთებში, ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.