რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.
დმიტრიევის შეფასებით, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი „მთელი მსოფლიოსთვის რაღაც მნიშვნელოვან ზღვარზეა.“
„პროდუქტიული შეხვედრა“, – წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელ X-ზე.
ინფორმაციისთვის, 11 აპრილს კრემლის ხელმძღვანელი თეთრი სახლის ლიდერის სპეცწარმომადგენელს შეხვდა.