მოსკოვმა იცის, როგორ არ დადოს შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც რუსეთს ხაფანგში მოაქცევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ კარგად გვესმის, როგორი უნდა იყოს ორმხრივად მომგებიანი გარიგება, რომელზეც არასდროს გვითქვამს უარი და როგორი გარიგება შეიძლება გახდეს, მორიგი, „ხაფანგი“ ჩვენთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ტრამპის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვას, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი მზადაა, სხვა ქვეყნებთან დიალოგისთვის, როცა ინტერესები ემთხვევა.