პესკოვი: უკრაინის შესახებ შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არის, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება

უკრაინის შესახებ შეთანხმების „მკაფიო მონახაზი“ არ არის, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას, რომლის თანახმადაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია.

დმიტრი პესკოვი

„ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე შეთანხმების მკაფიო მონახაზი, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება ამ შეთანხმებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან, ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა“, – აღნიშნა პესკოვმა.