პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და ბრიუსელი ზეწოლას ახდენენ ბუდაპეშტზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ბრიუსელი ზეწოლას ახდენენ ბუდაპეშტზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სიიარტოს თქმით, ევროკავშირი გეგმავს, უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ყველა ნაწილის გახსნას წელს და სურთ, რომ უნგრეთმა დათმოს თავისი პოზიცია.

„ამიტომ, დღეს, მათ სურდათ, რომ ჩვენ დაგვეთმო“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთზე ზეწოლა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, უკრაინაში უნგრული უმცირესობის უფლებები ირღვევა.

„მე ნათლად განვაცხადე, რომ მხოლოდ უნგრელ ხალხს შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა, აპრილ-მაისში გამოკითხვის ფარგლებში“, – დასძინა სიიარტომ.