„ჩემი ხელმძღვანელობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა კიდევ 139 გრანტი, რომლის საერთო ღირებულება 214 მილიონ დოლარს შეადგენს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
„ამერიკელი გადასახადის გადამხდელები არ უნდა აფინანსებდნენ ისეთ მცდარ პროგრამებს, როგორიცაა ლიბანში „მიგრანტების მოძრაობის შექმნა, რომელიც შიდა მუშაკების მიერ იქნება მართული“ ან „დავიჭიროთ ტროლები!“ გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ ვასუფთავებთ წინა ადმინისტრაციის მიერ დატოვებულ არეულობას და ვაშენებთ სააგენტოს, რომელიც ფოკუსირებულია ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებაზე“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.