ერმაკი, სიბიგა და უმეროვი აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი  პარიზში ჩავიდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა Telegram-ზე დაწერა.

ერმაკი, სიბიგა და უმეროვი

„მე ახლახან ჩავედი პარიზში. ჩამოვედი საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიგასთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად“, – დაწერა ერმაკმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები „მოსურნეთა კოალიციის“ და უსაფრთხოების გარანტიის მქონე სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, კერძოდ საფრანგეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან.

„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.