„იმედიდან“ გაშვებული დუტა, თეატრიდან გაშვებულ დოისთან მივიდა – რა განცხადება გააკეთა ყოფილმა ტელეწამყვანმა?

დავით დოიაშვილისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან დუტა სხრიტლაძე მივიდა.

„მოულოდნელი ამბავი იყო ჩემთვის და საერთოდ ყველასთვის. გაოგნებული დავრჩით. თეატრიდან, პრემიერიდან მოვდივართ და ვერ ვხდები რა ხდება. ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. არ ისჯება, ხელოვნებას ვერ დასჯი, რანაირად უნდა დასაჯო ხელოვნება. ხელოვნება არ ისჯება. ეს იქნება მარტივი სათქმელი, რისთვისაც აქ ვართ შეკრებილი”, – განაცხადა დუტა სხირტლაძემ.

რამდენიმე საათის წინ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.