კირილ დმიტრიევი: ბევრი ცდილობს რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგის ჩაშლას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიციის პირდაპირ გადმოცემა

ბევრი ცდილობს რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგის ჩაშლას, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

კირილ დმიტრიევი

დმიტრიევმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „უკიდურესად პროდუქტიული“ უწოდა.

„როგორც უკვე ვთქვი, ბევრი ადამიანი, სტრუქტურა და ქვეყანა ცდილობს, ჩაშალოს ჩვენი დიალოგი შეერთებულ შტატებთან. შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა მასმედიაში არის აქტიური პროპაგანდა რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიციის პირდაპირ გადმოცემა და ეს, რა თქმა უნდა, გაკეთდა და ძალიან სასარგებლო დიალოგი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარეობს ძალიან რთულ პირობებში, მუდმივი თავდასხმებისა და დეზინფორმაციის პირობებში, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არის პირდაპირი დიალოგი“, – განაცხადა კირილ დმიტრიევმა.