„მათი [საელჩოების] დუმილი ნიშნავს, რომ თუ დღეს ერთი ადამიანი დააბრმავეს, ხვალ ათს დააბრმავებენ“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც შს სამინისტრომ მიერ გაავრცელა ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ნოემბრის აქციის დროს, დემონსტრანტთა მხრიდან ნასროლი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.
დეპუტატი მომხდარზე პასუხისმგებლობას საელჩოებს აკისრებს.
„რა უნდა თქვან?! რომ თავად ჩაარტყეს, უშუალოდ თვითონ თუ არა მათმა წახალისებულმა ძალებმა და პირებმა ჩაიდინეს ეს, რაც ჩაიდინეს და ახლა რა უნდა თქვან, ჩვენ არ გაგვიკეთებიაო? ამას ვაკვირდებით, ზოგადად, მათი დუმილი ნიშნავს, რომ თუ დღეს ერთი ადამიანი დააბრმავეს, ხვალ ათს დააბრმავებენ. რომ ვიცით სად მიდის ეს გზა, სწორედ იმიტომაა რასაც ვაკეთებთ, საკანონმდებლო აქტებსაც ვიღებთ.
ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როგორც ხელისუფლება და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით, მაგრამ მათაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა“, – აღნიშნავს მახაშვილი.