სერბეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯურო მატუცი გახდა

სერბეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯურო მატუცი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯურო მატუცი

ოპოზიციური პარტიები 2027 წლის არჩევნებამდე გარდამავალი მთავრობის შექმნას ითხოვდნენ, რაზეც ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა უარი თქვა.

სერბეთში საპროტესტო აქციები ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ყოფილმა პრემიერმა მილოშ ვუჩევიჩმა პოსტი იანვარში დატოვა.