გური სულთანიშვილი – გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ

„გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ. როდესაც შანტაჟის რაიმე ფორმას წაჰყვები, იქ მიშა სააკაშვილს რაც დაემართა დაახლოებით ის დაგემართება,“- ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის გამოსავალი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი - Pia.ge

„რამდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუნდაც, მე მახსოვს [გამჭვირვალობის] კანონს რომ ვიღებდით, 27 ქვეყნის ელჩი რომ დალაგდა ერთხმად და კანონზე, რომლებიც ზოგი თვითონ ჰქონდათ, ზოგი უფრო მძაფრი, FARA საერთოდ უფრო ძლიერი იყო ამ მიმართულებით, რას გვეუბნებოდნენ?! – ჩვენთვის შეიძლება, თქვენთვის არ შეიძლება. სტატუსის მინიჭების ამბავი, მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს და ჩვენ მოგვანიჭეს პერსპექტივა. მსოფლიო ბანკის თუ სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებით, მმართველობის პარამეტრების და ინდიკატორების დათვლით, ყველა პარამეტრში ამ ორივე ქვეყანაზე წინ ვიყავით. ეს არის ცალსახად უსამართლობა,“- განაცხადა გური სულთანიშვილმა.