ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ესკალაცია და ომი არ იქნება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ესკალაცია და ომი არ იქნება, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საზღვრების ხელშეუხებლობა და ძალის გამოყენების დაუშვებლობა.

ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს თავის ისტორიაში არასოდეს ჰქონია ასეთი შანსი, უზრუნველეყო თავისი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა.