ტრამპმა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დააანონსა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

როგორც უკრაინული მედია წერს, დოკუმენტის ხელმოწერა, შესაძლოა, მომავალ კვირას მოხდეს.

„ჩვენ გვაქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმება, რომელსაც, ვფიქრობ, ხუთშაბათს მოეწერება ხელი. მომავალ ხუთშაბათს [24 აპრილს], უახლოეს მომავალში. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ამის შესახებ“, – აღნიშნა ტრამპმა იტალიის პრემიერთან შეხვედრაზე.

როგორც ცნობილია, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის წიაღისეულის შესახებ პირველადი შეთანხმება ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გაფორმებულიყო, პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს. თუმცა, თეთრ სახლში კამათის გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ ოვალური კაბინეტი დროზე ადრე დატოვა და შეთანხმება ვერ შედგა.