უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ცისკარიძესთან ერთად სანქციები რუსეთის კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე 20 ადამიანს შეეხო. მათ უკრაინაში ჩასვლა 10 წლით აეკრძალათ.
გარდა ამისა, ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, დასანქცირებულ ადამიანებს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული აქტივებს ბლოკირება, ლიცენზიების გაუქმება, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გადაცემა, სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა შეეხებათ. მათ აგრეთვე უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთმევათ