„რუსეთის ფედერაცია აჩერებს ყველანაირ სამხედრო ოპერაციას ზავის პერიოდში და ელოდება საპასუხო მოქმედებას კიევისგან“- პუტინმა „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომში „სააღდგომო ზავის“ შესახებ განაცხადა.

პუტინი

„რუსეთის ფედერაცია აჩერებს ყველანაირ სამხედრო ოპერაციას ზავის პერიოდში და ელოდება საპასუხო მოქმედებას კიევისგან“, – თქვა პუტინმა.

კრემლის განცხადებით, რუსული მხარე 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე (მოსკოვის დორით) შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს.

უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ ინიციატივაზე.