ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის ელჩზე, ალხას კვიცინიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ბადრა გუნბამ მიწვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.
„აფხაზეთის პრეზიდენტმა პუტინისგან 9 მაისის აღლუმზე მოწვევა მიიღო და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებლად ეწვევა მოსკოვს“, – აღნიშნა ალხას კვიცინიამ.