აშშ-ში ტრამპის რეიტინგი ეცემა – Reuters/Ipsos

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, – აღნიშნული შედეგი აჩვენა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ.

დონალდ ტრამპი

სამი კვირის წინ ჩატარებულმა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ აჩვენა რომ ტრამპს 43% აფასებს დადებითად, ხოლო იანვარში ინაუგურაციის დროს მისი რეიტინგი 47%.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მოწონების რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის რეიტინგი იყო, Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბევრი ამერიკელი უკმაყოფილოა მისი მუშაობით.

დაახლოებით 83%-მა თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს ფედერალური სასამართლოს ბრძანებებს მაშინაც კი, თუ მას არ სურს ეს.

გამოკითხულთა დაახლოებით 59%-მა, მათ შორის „რესპუბლიკელების“ მესამედმა განაცხადა, რომ ამერიკა კარგავს თავის სანდოობას მსოფლიო არენაზე.