რა­ტომ არ გამოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სხვა ლი­დე­რებ­თან ერ­თად, თუნ­დაც სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა­ზე? – რა პასუხი გასცა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას?

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თბი­ლის­შია, შე­გიძ­ლია მიბ­რძან­დეთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფის­ში – ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, თუ სად იმ­ყო­ფე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და რა­ტომ არ ჩანს ის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სხვა ლი­დე­რებ­თან ერ­თად, თუნ­დაც სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა­ზე.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და „ოც­ნე­ბის” სხვა ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან წა­ვიდ­ნენ, მმარ­თვე­ლი გუნ­დი სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის რი­გებ­ში გა­ნი­ხი­ლავს, არაა სწო­რი.

“ეს თქვე­ნი სიზ­მრე­ბია”, – აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, ხომ არ იგეგ­მე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან წა­სუ­ლი „ოც­ნე­ბის” სხვა ლი­დე­რე­ბის: გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი­სა და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის სხვა უწყე­ბებ­ში და­ნიშ­ვნა, კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ მმარ­თვე­ლი გუნ­დი მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა.

“არ ვიცი, ვერ გე­ტყვით. თუკი რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ეს რო­გორც თქვენ­თვის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში და­ტო­ვა. მას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყდა, რომ ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღარ და­ი­ნიშ­ნე­ბო­და. ამას­თან, 4 აპ­რილს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე­მაც.