დასავლეთი კრიზისშია, ჩვენ – ილუზიებში!

მაშ ასე: დასავლეთი კრიზისშია, ჩვენ – ილუზიებში! ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო. უკრაინის ომის დასრულება ჯერ ისევ შორეული და ბუნდოვანია.
დონალდ ტრამპი მზადაა ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს, ემანუელ მაკრონი მსოფლიო ვაჭრობაში ევროზე გადასვლით დოლარის დიქტატის დასრულებას იმედოვნებს, ხოლო ამერიკა უკრაინის კონფლიქტიდან ეტაპობრივად გასვლას აანონსებს.

საფრანგეთში ვადამდელი არჩევნებია დღის წესრიგში – დემოკრატიის კოლოსებში რყევებია, პოლიტიკურ ცენტრებში – გაურკვევლობა. დასავლეთში უკრაინაში ომის ფონზე მწიფდება კრიზისი, ღრმა სისტემური რყევებია, გეოპოლიტიკური გადანაწილების სიმპტომები, რომლებმაც თავი განსაკუთრებით ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ იჩინა.

და ამ ფონზე, საქართველოში, კვლავ ერთი და იგივე სანახაობაა: რუსთაველის გამზირზე ჩვენი ლიბერდებილები ისევ ძველებურად დაჭყიპინობენ!

„ევროპაში მივდივართ!“ თითქოს არც მსოფლიო შეიცვალა, არც ომი არსებობს, არც დასავლეთში ტექტონიკური ძვრებია. დასავლური ცივილიზაციის იდეალიზება ისე გრძელდება, თითქოს არაფერი ხდებოდეს.

ეს უკვე აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა, ეს თვითდაბრმავებაა.

დასავლეთი თავად ეძებს გამოსავალს, თავის გადარჩენაზე ფიქრობს, შიგნით იშლება, ჩვენ კი კვლავ მისკენ მივქრივართ ხალისით, ბრმა იდეალებით, საკუთარი რეალობის იგნორირებით.

დროა, ვაღიაროთ: მსოფლიო იცვლება. პრაგმატიზმი ახლა გადარჩენის ერთადერთი გზაა. ბრმად მიმბაძველობა და ზერელე ლოზუნგები აღარ მუშაობს. საქართველოს სჭირდება სიფხიზლე, ჯანსაღი სკეპტიციზმი და სწორი კითხვა — სად მივდივართ და ვის მივყვებით?

 

ირაკლი ჯანყარაშვილი