უკრაინის ომის შესახებ მინისტერიალის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც 23 აპრილს ლონდონში უნდა გამართულიყო და რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი უძღვებოდა, არ გაიმართება. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ დახურული იქნება მედიისთვის“.
შეხვედრას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები უნდა დაესწრონ.