აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები გავა მოლაპარაკებების პროცესიდან, თუკი სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინისგან დადებითი პასუხი არ იქნება. იუწყება Clash Report-ი.
ვენსის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსებსა და უკრაინელებს „სამართლიანი წინადადება“ წარუდგინა.
„ჩვენ უარს ვიტყვით შუამავლობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის, თუ არ მივიღებთ დადებით პასუხს. ჩვენ უკრაინელებსა და რუსეთს სამართლიანი წინადადება შევთავაზეთ“, – განაცხადა ვენსმა.
მანამდე კი, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმი აღიაროს, როგორც რუსეთის ნაწილი.