პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოუწოდებს „ჰამასს“ გაათავისუფლოს მძევლები, რათა ღაზას სექტორში ისრაელისთვის ომის გაგრძელების წინაპირობა აღარ არსებობდეს.
„უმთავრესი პრიორიტეტი ღაზას სექტორში გამანადგურებელი ომის დამთავრებაა. ეს უნდა შეწყდეს – ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება. რატომ არ გადასცემთ მათ მძევლებს?“ – აღნიშნა აბასმა.
ამასთანავე, აბასმა „ჰამასს“ „ძაღლის შვილები“ უწოდა და მათ მოუწოდა: „გაათავისუფლეთ ისინი, ვინც ტყვედ გყავთ და დაამთავრეთ ეს ამბავი. გააქრეთ მათი [ისრაელის] გამამართლებელი საბაბები. დაასრულეთ ეს ბრძოლა“.