პესკოვი: ლონდონში უკრაინის შესახებ დაგეგმილი შეხვედრა მხარეების განსხვავებული პოზიციების გამო ჩაიშალა

შეერთებული შტატების, ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ლონდონში შეხვედრა უკრაინის საკითხის განსახილველად, რადგან ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ზოგიერთ საკითხზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერ ვერ მოხერხდა პოზიციების დაახლოება გარკვეულ საკითხებზე და ამიტომ, ეს შეხვედრა ამჟამად არ შედგა“, – აღნიშნა პესკოვმა.