პესკოვი: პუტინისა და ვიტკოფის მოლაპარაკებების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება, ამიტომ საჭიროა პირველ წყაროებზე ორიენტირება. ეს განცხადება პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფს შორის საუბრის დეტალების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

დმიტრი პესკოვი

„ამჟამად ბევრი არასწორი ინფორმაცია ქვეყნდება, მათ შორის გავლენიანი გამოცემების მიერაც, ამიტომ უნდა მოუსმინოთ მხოლოდ პირველწყაროებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს შესთავაზა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ.