ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„უკვე ამოქმედებული კანონმდებლობა მათ ამის შესაძლებლობას არ მისცემს, რითაც ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა უფრო მეტად დაცული იქნება“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს. გადაცემაში ჩანაწერის ნაწყვეტები გავიდა.
სალომე ზურაბიშვილი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ზურაბიშვილი აღიარებს, რომ უცხოეთიდან ფინანსდება და ახლა ევროპიდან თანხის გაჭიანურებაზე დარდობს. ფინანსებს ითხოვს უჩა ნანუაშვილიც.