კრემლი გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.
კრემლის მმართველის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სააღდგომო ზავი“ უკვე დასრულდა, ამიტომ რუსეთის ჯარები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე „სამხედრო ობიექტებზე“ შეტევას.
„ეს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინულმა მხარემ არაერთხელ დაარღვია. ამჟამად ჩვენი სამხედროები აგრძელებენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ამის ფარგლებში, ისინი აგრძელებენ სამხედრო ობიექტებზე იერიშებს“, – განაცხადა პესკოვმა.