“თბილისთან ორმხრივ კავშირებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლის მიმართულებით ვაშენებთ. მიმდინარეობს დიალოგი ამ მიმართულებით” – რას აცხადებს მარია ზახაროვა

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა აცხა­დებს, რომ გა­ურ­კვე­ვე­ლია, 2030 წელს თუ იარ­სე­ბებს ევ­რო­კავ­ში­რი, სა­ქარ­თვე­ლოს “შე­სას­ვლე­ლად”.

კერ­ძოდ, 2030 წლის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პო­ტენ­ცი­ურ მზა­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ მთა­ვა­რია 2030 წელს “თუ იქ­ნე­ბა სად­მე გა­სა­წევ­რი­ა­ნე­ბე­ლი”.

მან დიდი ბრი­ტა­ნე­თი ახ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ლონ­დო­ნი “რა­ი­მე კარ­გი­დან არ გა­მო­სუ­ლა”.

“ხომ იცით, მთა­ვა­რი ის არის, რომ მათ, ვინც ევ­რო­კავ­შირ­ში ოც­და­ათ [წლამ­დე] ან კი­დევ რო­მე­ლი­მე წლებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ მი­ის­წრაფ­ვის, თუ ექ­ნე­ბათ სად­მე გა­სა­წევ­რი­ა­ნე­ბე­ლი”, – გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ ბრი­ფინგზე.

მისი თქმით, მოს­კო­ვი და თბი­ლი­სი საქ­მი­ა­ნი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ ის­წრაფ­ვი­ან, გეგ­მუ­რად მი­დი­ან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­კენ, რაც “რუსი და ქარ­თვე­ლი ერე­ბის ინ­ტე­რე­სებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა”.

ზა­ხა­რო­ვას თქმით, “ევ­რო­კავ­შირ­ში კრი­ზი­სუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იმ­დე­ნად თვალ­სა­ჩი­ნოა, ხოლო მათი პო­ტენ­ცი­ა­ლი იმ­დე­ნად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, რომ იქ არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ მათ, ვინც თა­ვი­ანთ ეროვ­ნულ ეკო­ნო­მი­კებ­ზე ფიქ­რო­ბენ”, ამი­ტომ “ეს თი­თო­ე­უ­ლია სუ­ვე­რე­ნუ­ლი საქ­მეა”.

მან გა­ნა­ცხა­და, რომ ვინც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას გა­ნი­ხი­ლავს, “უნდა შე­ხე­დოს კონ­კრე­ტულ ციფ­რებს, არა მხო­ლოდ ლო­ზუნ­გებს” და აღ­ნიშ­ნა, რომ ამის შე­სა­ხებ მოს­კოვს თბი­ლის­თან “არა­ერ­თხელ” ულა­პა­რა­კია.

“სა­ქარ­თვე­ლოს­თან არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია ამა­ზე, არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაგ­რამ ორ­მხრივ კავ­ში­რებს ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ურ­თი­ერ­თსარ­გებ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­შე­ნებთ. მიმ­დი­ნა­რე­ობს დი­ა­ლო­გი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით”, – გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.