აშშ-ში, მცირე ზომის თვითმფრინავი მდინარე ნებრასკაში ჩავარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა გასულ პარასკევს, ღამით მოხდა. თვითმფრინავი ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:15 საათზე ჩამოვარდა.
პოლიციის ინფორმაციით, ჩამოვარდნის დროს თვითმფრინავი მდინარის გასწვრივ მიფრინავდა. შერიფის ოფისის განმარტებით, დაღუპულთა ცხედრები უკვე იპოვეს და მათი ვინაობად იდენტიფიცირებულია.
საქმეზე გამოძიებას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო აწარმოებს.