ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მაისში საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობის შემდეგ, შესაძლოა, შეხვდეს კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს.

აშშ-ის პრეზიდენტი

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, შესაძლებელია, თუ არა, რომ მათი შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართოს.

„შესაძლებელია, მაგრამ არა მგონია. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს მალე შევხვდებით“, – დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.

ტრამპის მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში 13-16 მაისს არის დაგეგმილი. საუდის არაბეთი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ადგილი გახდა, სადაც ორივე ქვეყანა განიხილავს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას.