ევაკუაცია რუსთავის ორ სკოლაში – პოლიცია ადგილზე ბომბს ეძებს

რუსთავის მე-4 და 26-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შენობა დაატოვებინეს.

ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ში შესული შეტყობინების გამო გამოცხადდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.